ციფრული მაუწყებლობის შესახებ
ინფორმაცია სახელმწიფო ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის მშენებლობის პროცესების შესახებ
სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, ანალოგური მაუწყებლობის ნაცვლად, ციფრული მაუწყებლობით სარგრებლობს. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ( ITU ) და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა, რომლის პროცესები მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N 208 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრული მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების და საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ თანახმად. აღნიშნული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესასრულებლად შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ განახორციელა ერთმულტიპლექსიანი ციფრული მიწისზედა სახელმწიფო სატელევიზიო ქსელის აგება, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2157 განკარგულებით შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ კაპიტალის გასაზრდელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი იქნა ათი მილიონი ლარი.ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე მიგრაცია სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც განხორციელდება მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N689 განკარგულებით სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მიეცა უფლება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების, ასევე საერთაშორისო საექსპერტო მომსახურების შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

რეფორმის მიზნები იყო :

შეზღუდული ბუნებრივი რესურსის, ტელე-რადიო სიხშირეების ეფექტიანად გამოყენება;
მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება;
მედია ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება;
მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო მაუწყებლობის მიწოდება;
ინფორმაციული საზოგადოების განვითარება;
ინვესტიციების მოზიდვა და დარგში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.
აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას - მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს მისთვის სასურველი გადაცემის ყურება; ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და უფრო მეტიც- გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N689 ზემოთ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან“ თანამშრომლობით დაიწყო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგების სამუშაოთა გამარტივებული შესყიდვების პროცედურები და ყველა დაინტერესებულ პოტენციურ მომწოდებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუგზავნა შეტყობინება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მშენებლობის პროექტის გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რის შედეგადაც გამარტივებული შესყიდვის პროცედურებში თერთმეტი კომპანია მონაწილეობდა. საკითხის სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე და მომსახურების მომწოდებელთა წინადადებების მაღალკვალიფიციურად და ობიექტურად შესაფასებლად შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ მოწვეულ იქნენ საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტები, რომელთა მიერ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მომწოდებელთა წინადადებების შეფასების კომპლექსური სისტემა,რომელიც მოიცავდა ასაგები ქსელის: სათაო სადგურის (ჰედენდი),სატელევიზიო გადამცემების და სააგენტო საფიდერო სისტემების, მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზების, ქსელის ინტეგრირების უნარის ყველა ძირითად კომპონენტებს, შემოთავაზებული საინჟინრო გადაწყვეტილებებს და ა.შ.. უცხოელ ექსპერტთა მიერ მომსახურების მომწოდებელთა წინადადებებისთვის მიცემული შეფასებების ჯამის მიხედვით იმ კოპმანიების ჩამონათვალის პირველი სამეული, რომელთა შემოთავაზება საპროქეტო წინადადებების დაზუსტების პროცესის შემდგომ არ აღემატებოდა ათ მილიონ ლარს შემდეგი თანამიმდევრობით განისაზღვრა „ შპს. „გ. და თ. სერვისი“ , შპს. „ ვეზირი“, შოს. „ინტეგრირებული ქართული სისტემები“. შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრის „ კომისიამ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით და პროექტის ბიუჯეტის (მაქსიმალური ზღვრული თანხა ათი მილიონი ლარი) გათვალისწინებით, 2014 წლის 16 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება შპს. „გ. და თ. სერვისი „ მიერ შეთავაზებული წინადადების საუკეთესოდ აღიარების შესახებ და 24 ივლისს მასთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება , მაგრამ შპს. „ გ. და თ. სერვისმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრს“ ვერ წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო გადახდის და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის გამოც 2014 წლის 08 აგვისტოს შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრის“ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს. „გ. და თ. სერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნია გამარტივებული შესყიდვის პროცედურებში მონაწილეთა წინადადებებისათვის უცხოელ ექსპერტთა მიერ მიცემული შეფასებების რანჟირებაში რიგით მეორე ადგილზე მყოფ კომპანიასთან შპს. „ ვეზირთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნება ტელერადიომაუწყებლობის აპარატურისა და მოწყობილობების მწარმოებელი აღიარებული კომპანიების “Rohde & Schwarz”-ის და “Kathrein”-ის და “Alcatel-lucent” -ის თანამედროვე აპარატურითა და მოწყობილობებით.
2014 წლის 23 სექტემბერს შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და შპს. „ვეზირს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. შპს. „ვეზირმა“ 2014 წლის 7 ოქტომბერს შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ საავანსო და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარუდგინა და დაიწყო სატელევიზიო ქსელის მშენებლობის პროცესი.
ქსელის მშენებლობის სამუშაოთა გამარტივებული შესყიდვის პროცედურების პარალელურად შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2157, 2014 წლის 10 თებერვლის N206, 2014 წლის 14აპრილის N 689 განკარგულებების თანახმად 2014 წელს ახორციელებდა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ინფრასტრუქტურის სრულყოფის და მშენებლობის დიდი მოცულობის სამუშაოებს, კერძოდ ახალი რადიოსარელეო სადგურებისათვის აშენდა 16 ახალი ანძა და ასევე 2 ახალი სატელევიზიო ანძა, მოქმედ სატელევიზიო და რადიოსარელეო აძებზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტუქტურულ ნაგებობეს და აშენდა ახალი ნაგებობები,მოქმედ ანძებზე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა.
შპს. „ვეზირს“ გაცნობიერებული ჰქონდა რა შემჭიდროვებულ ვადებში პროექტით შესასრულებელ დიდი მოცულობის სამუშაოთა კომპლექსის მაღალხარისხოვნად შესრულების ვალდებულება, ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში განახორციელა ქსელური მდგრადობის მოთხოვნათა პრინციპების გათვალისწინებით მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზების განმეორებითი პროტექტირება. ამასთან ერთად შპს. „ვეზირმა“ უზრუნველყო სათაო სადგურის „ჰედენდი“ და სატელევიზიო გადამცემების მოწოდებაზე შეკვეთის კომპანია “Rohde & Schwarz“- ში, საანტენო-საფიდერო მოწყობილობების მოწოდებაზე კომპანია RFS-ში, ხოლო კომპანია “Alcatel-lucent”-ში მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზების საღიწო მოწყობილობების და აპარატურის მოწოდებაზე შეკვეტის განთავსება და მიაღწია ამ მწამოებელ კოპმანიებთან კონტრაქტით გათვალისწინებული აპარატურის და მოწყობილობების შემჭიდროებულ ვადებში - 2015 წლის იანვრის პირველ ნახევარში მიწოდების დაწყებას, რამაც შპს. „ვეზირს” საშუალება მისცა ქსელის სამშენებლო პრაქტიკული სამუშაოები დაეწყო მიმდინარე წლის იანვრის თვეში. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც ,რომ კონტრაქტორი მწარმოებელი კომპანიებს მიერ დანარჩენი აპარატურის და მოწყობილობების მოწოდება გეგმაზომიერად ხორციელდებოდა და იგი მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა.
როგორც ცნობილია მშენებარე ტელერადიომაუწყებლობის ქსელის ანძების და მათი ინფრასტრუქტურული ნაგებობების უდიდესი ნაწილი განთავსებულნი არიან მთების მაღალ მწვერვალებზე, რაც ზამთრის პერიოდში უდიდეს პრობლემებს,ხოლო ცალკეულ შემთხვევებში თოვლის მაღალი საფარი და ყინვა დაუძლეველ წინააღმდეგობებს ქმნის მათზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიების მიერ ოპერატიულად მიწოდებულმა აპარატურამ და მოწყობილობებმა ურთულესი რელიეფური და კლიმატური პირობებში დროის მოკლედ პერიოდში გაწეულმა შრომამ შესაძლებელი გახადა მიმდინარე წლის თებერვალში აგვემოქმედებინა მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზების ძირითადი მაგისტრალი და მიმდინარე წლის მარტიდან ქ.ქ. თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, მთლიანად კახეთის რეგიონში ტესტურ რეჟიმში ჩაგვერთო სატელევიზიო გადამცემი სადგურები,რითაც დაწყებული იქნა სიმულქასტის ანალოგიური და ციფრული საეთერო მაუწყებლობის პერიოდი.
დღეის მდგომარეობით თბილისის ტელეანძაზე ჩართულია და დაკონფიგურებულია ქსელის სათაო სადგური (ე.წ. „ჰედენდი“ ), რომელიც უზრუნველყოფს სატელევიზიო სიგნალების მულტიპლექსირებას და რადიოსარელეო ხაზებით რეგიონებში განთავსებულ სატელევიზიო გადამცემ სადგურებამდე სიგნალის მიწოდებას,რაც უზრუნველყოფს ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის 90%-მდე.
შემოგვიერთდით