ხშირად დასმული კითხვები
სად შეიძლება მივიღოთ პასუხები არსებულ შეკითხვებზე?
საქართველოს ტელერადიოცენტრში/ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში არსებობს სატელეფონო მომსახურების ცენტრი იგივე ცხელი ხაზი,სადაც 2015 წლის 1 ივლისს ოპერატორების რაოდენობა გასამმაგდა. დარეკეთ ნომერზე 1480.

გაციფრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს მიიღებთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვისას: 2 9911 49, 2 991041, 2 991058,

შეგიძლიათ დარეკოთ ,,სტერეო +’’ -ში ნომერზე- 2 051212.

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აღნიშნულ ნომერზე 2 399505 .

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან არსებული ცხელი ხაზის ოპერატორები მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში უწევენ კოსულტაციასა და ტექნიკურ დახმარებას.
რა ტიპის კაბელი დაგვჭირდება ციფრული ტელევიზიისათვის და გამოგვადგება თუ არა ძველი სატელევიზიო კაბელი?
სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: სტანდარტული 75 ომი ტალღური წინაღობის მქონე კოაქსიალური ( ე.წ. ,,სატელევიზიო კაბელი'') და RCA შემაერთებელი კაბელები. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA ან SCART შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ან SCART ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.
რა არის სეთ-თოფ ბოქსი და რისთვის ვიყენებთ მას?
ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა - ე.წ. „სეთ - თოფ ბოქსი“, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას. ქვეყანაში იმპორტირებული სეთ-თოფ ბოქსების ფუნქციონალი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იქნება თუ არა ყოველთვიური გადასახდელი და გვექნება თუ არა სპორტული,გასართობი და შემეცნებითი არხები ?
ა) სეთ-თოფ ბოქსის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ ერთჯერადად მოგიწევთ თანხის გადახდა, რათა იყიდოთ სპეციალური მოწყობილობა ციფრული მაუწყებლობის მისაღებად, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად ფიქსირებული ან ცვალებადი საფასური არ გექნებათ გადასახდელი მომსახურებისთვის. <br />ბ) რაც შეეხება არხებს: გექნებათ მხოლოდ ქართული არხები, რომლებიც გავრცელდება თქვენს რაიონში და ასევე რეგიონშიც.თუ იქნება ქართული სპორტული, გასართობი თუ შემეცნებითი არხი და გავრცელდება თქვენს რაიონში/რეგიონში , ამ შემთხვევაში,რა თქმა უნდა, გექნებათ თქვენც.
ვარ სოციალურად დაუცველი, მეკუთვნის თუ არა სეთ-თოფ ბოქსი?
თუ თქვენი სარეიტინგო ქულა 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით 70 000 და ნაკლებია, ამ შემთხვევაში გეკუთვნით სეთ-თოფ ბოქსი უფასოდ,რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.
რა უნდა იკითხოს მომხმარებელმა, როდესაც ყიდულობს ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობისათვის საჭირო სეთ-თოფ ბოქსს?
თუ მომხმარებლის ტელევიზორი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს, მოუწევს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ციფრული სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის - სეთ-თოფ ბოქსის შეძენა. სასურველია, სეთ-თოფ ბოქსის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობისთვის შემუშავებულ ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს.
ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობისთვის განკუთვნილი სეთ-თოფ ბოქსის შერჩევის შემდეგ, მოქალაქემ უნდა სთხოვოს მაღაზიის კონსულტანტს, რომ აღნიშნული მიმღები მიაერთოს ტელევიზორს და ღია საეთერო სამაუწყებლო ანტენას, რათა დარწმუნდეს, რომ პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში (2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე) იღებს არანაკლებ 8 პროგრამას. მათ შორის: საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,რუსთავი 2’’, ,,იმედი’’, , ,,კომედი არხი’’, ,,ტაბულა’’ და ,,GDS’’ . მყიდველი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რომ სეთ-თოფ ბოქსს შეუძლია ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყბელის I და II არხების (GPB 1 და GPB 2) გადაცემის შინაარსი უნდა იკითხებოდეს ქართულ ენაზე. სასურველია, მოქალაქემ შეამოწმოს, რომ მიმღებს მოჰყვება ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია. თუ გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული სეთ-თოფ ბოქსის საშუალებით მიიღოთ მაღალი გარჩევადობის (HD) პროგრამები, უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა მიმღებს HDMI კაბელის შესაერთებელი ინტერფეისი (პორტი). დამატებით სხვა აქსესუარებთან ერთად ტელევიზორთან მისაერთებლად სეთ-თოფ ბოქსს დასჭირდება HDMI,RCA ან SCART კაბელი. სეთ-თოფ ბოქსის შეძენისას მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იკითხოს, თუ როგორ მიიღებს ის აპარატის მონტაჟის სერვისს. მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა სეთ-თოფ ბოქსს საგარანტიო პირობები.
რატომ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე?
სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების (GE-06) ფარგლებში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენდა. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით, (რომელიც არეგულირებს ციფრული და ანალოგური მაუწყებლობისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენების ნორმებს, ვადებს და კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება, რომლის მიხედვითაც ვითარდებოდა პროცესი, ქვეყნის ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის.
რა ღირს ,,სეთ-თოფ ბოქსი“?
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდული სეთ-თოფ ბოქსების საცალო ფასი 19 აშშ დოლარს და 85 ცენტს შეადგენს. ხოლო სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც სამომხამრებლო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება, არის სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე და შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია.
რომელი პროგრამების ყურებას შევძლებთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ?
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პროგრამის, მათ შორის - პირველი და მეორე არხების და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებას. ხოლო კომერციული ოპერატორი გადასცემს არსებულ ყველა ღია საეთერო, ეროვნულ ან/და ადგილობრივ პროგრამებს.
შემოგვიერთდით