ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის

სააგენტომ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“,ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ისაუბრეს ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე, შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული შედეგების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩინეთის საკონსულოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.თემის ირგვლივ ისაუბრეს ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძემ; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ბრუნო ბალვანერამ და არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა დატელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, უჩა სეთური.
ღონისძიებაზე სპეციალური სიგელები გადაეცათ იმ კომპანიებს და ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც რეფორმის პროცესში უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს.
07.09.2017
მსგავსი სიახლეები
თქვენ უკვე შეგიძლიათ
იხილოთ
კომპიუტერული
მოდელირებით
მიღებული
სატელევიზიო 
საბაზისო
და

საეთერო სარეტრანსლაციო
სადგურების
დაფარვის
ზონები

თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ კომპიუტერული მოდელირებით მიღებული სატელევიზიო საბაზისო და საეთერო სარეტრანსლაციო სადგურების დაფარვის ზონები

ქსელის  მართვის  და მონიტორინგის 
სამსახურის პერსონალი  აგრეთვე   ითავსებს 
 ცხელი  ხაზის  ფუნქციებსაც

ტელერადიოცენტრის 
სამაუწყებლო  ქსელის  სიგნალის 
 გავრცელებასთან  დაკავშირებულ  კითხვებზე 
 შეგიძლიათ   დარეკოთ  ჩვენს  ცხელ 
ხაზზე:  (322)2 506 333

ყურადღება!  ტელერადიოცენტრის
ცხელი  ხაზი   არ  ფლობს  და 
ვერ  მოგაწვდით  ინფორმაციას  ქსელის
ლიცენზირებულ  ოპერატორთან  დაკავშირებულ 
კითხვებზე!

ქსელის  მართვის  და მონიტორინგის  სამსახურის პერსონალი  აგრეთვე   ითავსებს   ცხელი  ხაზის  ფუნქციებსაც


ტელერადიოცენტრის  სამაუწყებლო  ქსელის  სიგნალის   გავრცელებასთან  დაკავშირებულ  კითხვებზე   შეგიძლიათ   დარეკოთ  ჩვენს  ცხელ  ხაზზე:  (322)2 506 333


ყურადღება!  ტელერადიოცენტრის ცხელი  ხაზი   არ  ფლობს  და  ვერ  მოგაწვდით  ინფორმაციას  ქსელის ლიცენზირებულ  ოპერატორთან  დაკავშირებულ  კითხვებზე!

დღეიდან  თქვენ  შესაძლებლობა  გაქვთ 
LIVE-ში  განახორციელოთ  შპს 

დღეიდან  თქვენ  შესაძლებლობა  გაქვთ  LIVE-ში  განახორციელოთ  შპს  "საქართველოს  ტელერადიოცენტრი"-ს  ციფრული  სამაუწყებლო  ქსელის  მონიტორინგი!

იხილეთ  ჩვენს  ვებ  გვერდზე:  ტელერადიოცენტრის სამაუწყებლო ქსელი / DVB-T2 საბაზისო ქსელის მონიტორინგი

სსიპ
სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების

ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაესწრო.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.


ღონისძიებაში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყო შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრი“. თითოეულმა ორგანიზაციამ წარმოადგინა ვაკანსიები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მაგალითად, IT ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.
დასაქმების ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის (3-4 კურსი) სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. თბილისის მერია ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა - „დაიწყე კარიერა“ შევთავაზეთ, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა თბილისის მერიის შპს-ებსა და ააიპ-ებში. სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულებების მიხედვით განაწილდებიან. ამასთან, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების წახალისების თვალსაზრისით, თბილისის მერიამ სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ფორუმი, რომელიც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის ვაკანტურ ადგილებზე კვალიფიციური კადრების შესარჩევად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.