პროგრამა მოიცავს ახალი 27 რადიოგადამცემის და საანტენო სისტემების დამონტაჟებას, ასევე უკვე არსებული 10 რადიოგადამცემის ჩანაცვლებას Vigintos Elektronika-ს ბრენდის თანამედროვე ტიპის გადამცემებით. ყველა რადიოსადგური აღჭურვილი იქნება RDS კოდერებით და AP ფუნქციით, რაც საშუალებას იძლევა ერთი სარეტრანსლაციო სიხშირული ზონიდან მეორეში გადასვლისას RDS სისტემით აღჭურვილი მიმღები ავტომატურად გადაეწყოს მეორე ზონის სიხშირეზე.
პროგრამის დასრულებისას
რადიოსარეტრანსლაციო საიტების
რაოდენობა მიაღწევს 52
ერთეულს, რის შედეგადაც შ.პ.ს.
"საქართველოს ტელერადიოცენტრი"-ს FM
რადიოსამაუწყებლო ქსელს და შესაბამისად
"საქართველოს
რადიოს" სიგნალს ექნება
ყველაზე სრული დაფარვა არსებულ
სხვა ოპერატორებთან შედარებით.
მსგავსი სიახლეები

თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ კომპიუტერული მოდელირებით მიღებული სატელევიზიო საბაზისო და საეთერო სარეტრანსლაციო სადგურების დაფარვის ზონები

ქსელის მართვის და მონიტორინგის სამსახურის პერსონალი აგრეთვე ითავსებს ცხელი ხაზის ფუნქციებსაც
ტელერადიოცენტრის სამაუწყებლო ქსელის სიგნალის გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე: +995 (32) 2 506 333
ყურადღება! ტელერადიოცენტრის ცხელი ხაზი არ ფლობს და ვერ მოგაწვდით ინფორმაციას ქსელის ლიცენზირებულ ოპერატორთან დაკავშირებულ კითხვებზე!

დღეიდან თქვენ შესაძლებლობა გაქვთ
LIVE-ში განახორციელოთ შპს "საქართველოს
ტელერადიოცენტრი"-ს ციფრული სამაუწყებლო
ქსელის მონიტორინგი!
იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე:
ტელერადიოცენტრის სამაუწყებლო ქსელი
/ DVB-T2 საბაზისო ქსელის მონიტორინგი