თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი
შპს „სინათლის ქალაქმა“ თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო. მიმდინარე

სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „სინათლის ქალაქი“-ს დირექტორთან, ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა. სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

„დღეიდან, ანძის ძველი ნაწილების დემონტაჟი დავიწყეთ. სანათების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ახალ „ლედ სანათებს“ ჩვენს მიერ შერჩეული იტალიური კომპანია ეტაპობრივად, სამ ნაწილად მოგვაწვდის. ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალ წელს თბილისის ანძა ახლებურად იქნება განათებული“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება.



„ეს არის უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ტექნიკურმა პერსონალმა მუშაობა დღეიდან დაიწყო და დაზიანებული სანათების დემონტაჟს დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენ აღდგენით სამუშაოებს და ახალი სანათებისთვის სისტემურ მომზადებას დავიწყებთ. “ - განაცხადა შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - „გრივენი“ დააკმაყოფილა, რომლის სახელსაც არაერთი მასშტაბური პროექტი უკავშირდება, მათ შორის - „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი, 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად.

თბილისის ანძა, დღეს, 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.

კომპანია ''გრივენი''-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის ღირებულება 635 000 ევროს ექვივალენტი ლარია.
07.09.2017
მსგავსი სიახლეები
2015 წლის 29 ოქტომბერს
2015 წლის 29 ოქტომბერს "საქართველოს ტელერადიოცენტრში" ქ-ნი როლა შავლაყაძის "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური"-ს მიერ

ჩატარდა სისხლის უანგარო დონორის აქცია. ორგანიზაციის თანამშრომლებმა უსასყიდლოდ გაიღეს თავიანთი სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

"საქართველოს ტელერადიოცენტრი"-ს თანამშრომლებმა,სისხლის უანგარო დონორის აქციაში ჩართვით, გააძლიერეს თავიანთი პოზიციები სამოქალაქო საზოგადოებაში, ჰუმანიზმის და კეთილშობილების გამოვლენით. GIVE BLOOD ---- GIVE LIFE !!!
სსიპ
სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების

ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაესწრო.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.


ღონისძიებაში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყო შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრი“. თითოეულმა ორგანიზაციამ წარმოადგინა ვაკანსიები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მაგალითად, IT ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.
დასაქმების ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის (3-4 კურსი) სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. თბილისის მერია ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა - „დაიწყე კარიერა“ შევთავაზეთ, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა თბილისის მერიის შპს-ებსა და ააიპ-ებში. სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულებების მიხედვით განაწილდებიან. ამასთან, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების წახალისების თვალსაზრისით, თბილისის მერიამ სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ფორუმი, რომელიც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის ვაკანტურ ადგილებზე კვალიფიციური კადრების შესარჩევად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ტერიტორიების
რადიოჩრდილის არეში მყოფი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა
სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით,
აუცილებელი იყო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა
მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება,
რომელიც ითვალისწინებს მცირე სიმძლავრის მქონე 110
მიკრორეტრანსლატორის მშენებლობას.

აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. გვსურს დიდი სიხარულით
ვამცნობოთ ჩვენს მოსახლეობას,რომ დღეის მდგომარეობით უკვე 11
ქალაქში/სოფელში სატელევიზიო რეტრანსლატორებისათვის ინფრასტრუქტურა
სრულად არის მოწყობილი ,რაც ნიშნავს იმას,რომ შპს. „საქართველოს
ტელერადიოცენტრის“ მიერ : მიწა, სატელევიზიო ანძის მშენებლობა,
ელექტროენერგიის მიყვანა, დამიწების კონტურისა და შესაბამისი სათავსოს
მოწყობა დასრულებულია და ამავდროულად ექსპლუატაციაშია შესული.

ესენია:



სოფ.კალამანა - მარტვილის მუნიც.
დაფარვის ზონა : სკურდი, გოჭკადილი, ჟინოთა, მარტვილი.

სოფ.თონეთი - თეთრიწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა : მანგლისი, დიდი თონეთი.

სოფ.ზიარი - გურჯაანის მუნიც.
დაფარვის ზონა : ქოდალო, არაშენდა, ჯიმითი.

სოფ. არბოშიკი - კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა: არბოშიკი, ოზაანი.

ქ. მცხეთა - მცხეთა-მთიანეთის მხარე.
დაფარვის ზონა : მცხეთა, არმაზი.

ქ. კასპი - კასპის მუნიც.
დაფარვის ზონა : კასპი, სასირეთი, მეტეხი, ნიაბი, გომი.

კოჯორი - დაბა თბილისი,თრიალეთის ქედის განშტოება.
დაფარვის ზონა : ჟინვალი, კუმისი, წყნეთის ნაწილი, ბეთანია,
ასურეთი.


კაზრეთი - ბოლნისის მუნიც.
დაფარვის ზონა : კაზრეთი(მადნეული)

ქ.თერჯოლა - იმერეთი,თერჯოლის მუნიც.
დაფარვის ზონა: თერჯოლა, თუზი, ალისუბანი, ჩხარი.

ხარაგაული - დაბა, ხარაგაულის მუნიც.
დაფარვის ზონა: ხარაგაული, ფარცხნალი, ისლარი.

სოფ. იგოეთი - შიდა ქართლი,კასპის. მუნიც.
დაფარვის ზონა: იგოეთი, რენე, მრგვალი ჭალა.




გილოცავთ !

ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე განთავსებული მიკრორეტრანსლატორების
საშუალებით, აღნიშნული სოფლებისა თუ ქალაქების და ასევე მათი დაფარვის
ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, დღეიდან აქვთ
საშუალება მიიღონ ციფრული მაუწყებლობის სიგნალი.

საქართველოს ტერიტორიების რადიოჩრდილის არეში მყოფი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელი იყო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მცირე სიმძლავრის მქონე 110 მიკრორეტრანსლატორის მშენებლობას.

აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. გვსურს დიდი სიხარულით ვამცნობოთ ჩვენს მოსახლეობას,რომ დღეის მდგომარეობით უკვე 11 ქალაქში/სოფელში სატელევიზიო რეტრანსლატორებისათვის ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწყობილი ,რაც ნიშნავს იმას,რომ შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ : მიწა, სატელევიზიო ანძის მშენებლობა, ელექტროენერგიის მიყვანა, დამიწების კონტურისა და შესაბამისი სათავსოს მოწყობა დასრულებულია და ამავდროულად ექსპლუატაციაშია შესული.

ესენია:



სოფ.კალამანა - მარტვილის მუნიც.
დაფარვის ზონა : სკურდი, გოჭკადილი, ჟინოთა, მარტვილი.

სოფ.თონეთი - თეთრიწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა : მანგლისი, დიდი თონეთი.

სოფ.ზიარი - გურჯაანის მუნიც.
დაფარვის ზონა : ქოდალო, არაშენდა, ჯიმითი.

სოფ. არბოშიკი - კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა: არბოშიკი, ოზაანი.

ქ. მცხეთა - მცხეთა-მთიანეთის მხარე.
დაფარვის ზონა : მცხეთა, არმაზი.

ქ. კასპი - კასპის მუნიც.
დაფარვის ზონა : კასპი, სასირეთი, მეტეხი, ნიაბი, გომი.

კოჯორი - დაბა თბილისი,თრიალეთის ქედის განშტოება.
დაფარვის ზონა : ჟინვალი, კუმისი, წყნეთის ნაწილი, ბეთანია, ასურეთი.


კაზრეთი - ბოლნისის მუნიც.
დაფარვის ზონა : კაზრეთი(მადნეული)

ქ.თერჯოლა - იმერეთი,თერჯოლის მუნიც.
დაფარვის ზონა: თერჯოლა, თუზი, ალისუბანი, ჩხარი.

ხარაგაული - დაბა, ხარაგაულის მუნიც.
დაფარვის ზონა: ხარაგაული, ფარცხნალი, ისლარი.

სოფ. იგოეთი - შიდა ქართლი,კასპის. მუნიც.
დაფარვის ზონა: იგოეთი, რენე, მრგვალი ჭალა.




გილოცავთ !

ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე განთავსებული მიკრორეტრანსლატორების საშუალებით, აღნიშნული სოფლებისა თუ ქალაქების და ასევე მათი დაფარვის ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, დღეიდან აქვთ საშუალება მიიღონ ციფრული მაუწყებლობის სიგნალი.



საქართველოს ტერიტორიების
რადიოჩრდილის არეში

მყოფი დასახლებული პუნქტების
მაცხოვრებელთა სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების
მიზნით გრძელდება დამატებით სხვადასხვა ობიექტებზე მთელი საქართველოს
მასშტაბით მიკრორეტრანსლატორების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით 11
მიკრორეტრანსლატორთან ერთად(სიახლე 12.01.2016) ექსპლუატაციაში შევიდა
კიდევ 8 რეტრანსლატორი.



გთავაზობთ ექსპლუატაციაში შესული ახალი 8 მიკრორეტრანსლატორის სიას
:



ატენი (გორი)


ბრეძა (ქარელი)


ზღუდერი (ქარელი)


კნოლევი (ქარელი)


მუხურა (ტყიბული)


ბენარა


კეხოვანი (ადიგენი)


სარო(ახალციხე)
საქართველოს ტერიტორიების რადიოჩრდილის არეში

მყოფი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით გრძელდება დამატებით სხვადასხვა ობიექტებზე მთელი საქართველოს მასშტაბით მიკრორეტრანსლატორების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით 11 მიკრორეტრანსლატორთან ერთად(სიახლე 12.01.2016) ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 8 რეტრანსლატორი.



გთავაზობთ ექსპლუატაციაში შესული ახალი 8 მიკრორეტრანსლატორის სიას :


  • ატენი (გორი)
  • ბრეძა (ქარელი)
  • ზღუდერი (ქარელი)
  • კნოლევი (ქარელი)
  • მუხურა (ტყიბული)
  • ბენარა
  • კეხოვანი (ადიგენი)
  • სარო(ახალციხე)