შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი"-ს მულტიპლექს პლატფორმაში არსებული კონტენტის საქართველოს ტერიტორიაზე DVB-T2 სამაუწყებლო ქსელით სიგნალის გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე: (322)2 506 333
ყურადღება! ტელერადიოცენტრის ცხელი ხაზი არ ფლობს და ვერ მოგაწვდით ინფორმაციას კომერციულ მულტიპლექს ოპერატორთან დაკავშირებულ კითხვებზე!
შეგახსენებთ, რომ ამჟამად შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი" თავისი მულტიპლექს პლატფორმით უზრუნველყოფს შემდეგი კონტენტის გავრცელებას:
1 არხი (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი)
2 არხი (საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-ე არხი)
აჭარა ტვ (ტელეკომპანია აჭარა ტვ)
ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი ან ანალოგურ ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა - ე.წ. „სეთ - თოფ ბოქსი“, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას. ქვეყანაში იმპორტირებული სეთ-თოფ ბოქსების ფუნქციონალი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
თუ მომხმარებლის ტელევიზორი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს, მოუწევს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ციფრული სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის - სეთ-თოფ ბოქსის შეძენა. სასურველია, სეთ-თოფ ბოქსის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობისთვის შემუშავებულ ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს.
სასურველია მყიდველი დაინტერესდეს, რომ სეთ-თოფ ბოქსს შეეძლოს ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყბელის I და II არხების გადაცემის შინაარსი უნდა იკითხებოდეს ქართულ ენაზე. სასურველია, მოქალაქემ შეამოწმოს, რომ მიმღებს მოჰყვება ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია. თუ გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული სეთ-თოფ ბოქსის საშუალებით მიიღოთ მაღალი გარჩევადობის (HD) პროგრამები, უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა მიმღებს HDMI კაბელის შესაერთებელი ინტერფეისი (პორტი). დამატებით სხვა აქსესუარებთან ერთად ტელევიზორთან მისაერთებლად სეთ-თოფ ბოქსს დასჭირდება HDMI,RCA ან SCART კაბელი. სეთ-თოფ ბოქსის შეძენისას მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იკითხოს, თუ როგორ მიიღებს ის აპარატის მონტაჟის სერვისს. მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა სეთ-თოფ ბოქსს საგარანტიო პირობები.
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საეთერო სარეტრანსლაციო სადგურები დამოკიდებულები არიან საბაზისო სადგურების მუშაობაზე.