მონიტორინგისა და მართვის ცნეტრის ოპერატორი

შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრი“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც მართავს, მის ხელთ არსებულ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 42-მდე რადიო-სატელევიზიო გადამცემ სადგურს. მოსახლეობაში ავრცელებს რადიოსა და სატელევიზიო  პროგრამებს, მიწისზედა გადამცემი საშუალებებით.  მის ობიექტზე განთავსებულია სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო (მობილური, ინტერნეტ პროვაიდერი, რადიო) ტექნიკური საშუალებები. ფლობს  და  მართავს  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  მულტიპლექს  პლატფორმას:  როგორც  სადისტრიბუციო  ასევე ციფრულ სამაუწყებლო  გადამცემ  ქსელს.
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას  მონიტორინგისა და მართვის ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
-    საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსის შემადგენელი ელემენტების (62 მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზი, 42 სატელევიზიო გადამცემი სადგური,  29დიზელგენერატორი,  47 UPS) დისტანციური მართვა და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში;
-    მულტიპლექსპლატფორმის სათაო სადგურის (ჰედენდის) მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში სატელევიზიო კონტემტების („სტრიმების“) კომუტაცია და გადატვირთვა;
-    საქართველოს მასშტაბით მულტიპლექსპლატფორმის აპარატურის მტყუნების და ელექტროენერგიის მიწოდება-შეწყვეტის აღრიცხვა და ელექტრონულ ჟურნალში შეტანა, პლატფორმის მუშაობის ყოველდღიური ანალიზის შედეგების წარდგენა დანიშნულებისამებრ;
-    მონიტორინგის ცენტრში შემომავალი კვების ძაბვების მონიტორინგი და მართვა;
-    სათაო სადგურში განთავსებული ალტერნატიული(დიზელ-გენერატორები) და გარანტირებული( UPS) კვების წყაროების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური ნორმებიდან გადახრის აღრიცხვა და ანალიზი;
-    სათაო სადგურში განთავსებული სატელიტური მიმღებ-გადამცემი სისტემების მონიტორინგი, მართვა.
-    სათაო სადგურში შემომავალი ვიდეო და აუდიო კომბინირებული სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგი და მართვა;
-    ახალი დატვირთვების მიერთებისა და ფაზური დატვირთვების თანაბრად განაწილების მონიტორინგი;
-    გამზომი და საკონტროლო ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია.
-    კონტრაქტორი ორგანიზაციების ტექნიკური საშუალებების ოპერატიული მომსახურება, მონიტორინგი და მფლობელისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;
-    რეგიონებში ამოქმედებული 110 არამომსახურებადი მიკრორეტრანსლატორის მონიტორინგი და ყოველდღიური ანალიზი, დაზიანებების აღრიცხვა და სათანადო სამსახურებისთვის მიწოდება;
-    სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი კონსულტაციის  გაწევა მომხმარებლებისათვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენის  ცოდნა.


პიროვნული თვისებები:
  • მოწესრიგებული,
  • პუნქტუალური
  • გაწონასწორებული
  • პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • კეთილგანწობილი

განიხილებიან ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
სამუშაო ადგილი თბილისი, ფუნიკულორის ზედა პლატო
სამუშაო დრო: ცვლიანობის განრიგი. 24 საათიანი ცვლა, 3 დღეში ერთხელ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან სააპლიკაციო ფორმა, მისამართზე   vacancy@tvrcenter.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება   ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2018 წლის  03 დეკემბრის  ჩათვლით.

შემოგვიერთდით